ბაღის მშენებლობა კასპში, რომელიც აგვისტოში უნდა დასრულებულიყო, ჯერ არც დაწყებულა

გამოქვეყნდა:

საბავშვო ბაღი კასპში, რომელის მშენებლობის პირველი ეტაპი აგვისტოში უნდა დასრულებულიყო, დაწყებულიც კი არ არის. აღსანიშნავია, რომ ამ ბაღის ასაშენებლად ბიუჯეტიდან მილიონ ლარამდე თანხა იყო გამოყოფილი. ადგილზე სამშენებლო მასალა მხოლოდ მას შემდეგ მიიტანეს, რაც ცნობილი გახდა, რომ ხალხის მოთხოვნით ამბის გაშუქებას “მთავარი” გეგმავდა.

სადგურ-მეტეხის დასახლებაში სხვა პრობლემებზეც საუბრობენ და ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებენ. შეკრებილებს “ნაციონალური მოძრაობის” კასპის ორგანიზაციის თავჯდომარე შეხვდა. ნუგზარ ნონიაშვილი მუნიციპალტეტში არსებულ ტოტალურ კორუფციაზე საუბრობს.

"ეს საბავშვო ბაღი არის კორუფციის კლასიკური მაგალითი, თუ როგორ შოულობს კასპის მუნიციპალიტეტი კორუფციის სახით თანხებს. აღნიშნული პროექტი უნდა დაწყებულიყო 2020 წლის მარტში, თუმცა ხედავთ, რომ ქვა ქვაზე არ არის დადებული. წუხელ გაჟონა ინფორმაციამ, რომ "ნაციონალური მოძროაბა" მოდიოდა აქ, წუხელ ღამე მიიტანეს მასალა, რომ იმიტაცია შექმნეს, რომ მუშაობენ", - ამბობს ნონიაშვილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი