96 მომხრე - 0 წინააღმდეგი - ლევან იოსელიანი 6 წლით, საქართველოს სახალხო დამცველი გახდა. მის კანდიდატურას ნდობა პარლამენტმა რამდენიმე წუთის წინ გამოუცხადა.
იოსელიანს მხარი არ დაუჭირა პარტია "ლელომ". სიტყვით გამოსვლისას, სალომე სამადაშვილმა აღნიშნა, რომ დღეს სახალხო დამცველი "ინიშნება".
იოსელიანს მხარდაჭერა გამოუცხადეს ხათუნა სამნიძემ, თამარ კორძაიამ და თეონა აქუბარდიამ. მათი პოზიციაა, რომ იოსელიანმა კომიტეტზე ყველა შეკითხვას გასცა პასუხი.
სახალხო დამცველის თანამდებობაზე ასარჩევად ლევან იოსელიანის კანდიდატურა საპარლამენტო პოლიტიკურმა ჯგუფმა „მოქალაქეებმა“ წარადგინა.
იოსელიანს, 6 მარტს, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე მოუსმინეს.
იოსელიანს სადეპუტატო უფლებამოსილება ავტომატურად შეუწყდა.