ვეტერანი კალათბურთელი, ვატო ნაცვლიშვილი "მთავარ არხთან" კომენტარის დროს ამბობს, რომ საქართველოს ევროპული არჩევანი წინაპრების გაკეთებულია და ეს არჩევანი შესაძლებლობას გვაძლევს, რომ ცივილური სამყაროს ნაწილად ჩავთვალოთ თავი.
მისივე თქმით, თავად რუსეთი გახდა საქართველოს მტერი და არა საქართველო, რადგან რუსეთმა წაგვართვა ტერიტორია და კულტურის ნაწილი.
"ჩვენი არჩევანი არ არის, ეს ჩვენი წინაპრების გაკეთებული არჩევანია, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას რომ იმ ოჯახის, ცივილური სამყაროს წევრად ჩავთვალოთ ჩვენი თავი და სხვა გამოსავალი ჩვენ არ გვაქვს. ადვილი არ იქნება, როდესაც მტერი ასე ახლოს გვყავს, თან მტერი რამდენიმე საუკუნეა ჩვენი მეზობელია. ის ჩამოყალიბდა ჩვენს მტრად და არა ჩვენ მის მტრად. მან წაგვართვა ჩვენი ტერიტორია, მან წაგვართვა ჩვენი კულტურის ნაწილი, მან წაიღო ჩვენი ახალგაზრდების სიცოცხლე, ნაღები საზოგადოების სიცოცხლე წაიღო და ეს არასაპატიებელია.
ჩემს სიცოცხლეში არა მგონია მაგას მოვესწრო, მაგრამ თუ როდისმე მოხდება რომ რუსეთი გახდება ცივილური დემოკრატიული სამყარო, მერე შეიძლება ჩვენმა მომავალმა მთავრობამ მათთან ურთიერთობის დალაგება მოინდომონ", - განაცხადა ვატო ნაცვლიშვილმა