საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერს, გიორგი ვაშაძეს აგინა. ვაშაძე პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოდიოდა და ამბობდა, რომ "რუსული კანონპროექტების" მხარდამჭერები, რომელთა შორისაც ყაველაშვილიცაა, ასრულებენ დავალებას და რომ ეს კანონი ქვეყნის ღალატია. ვაშაძის გამოსვლამ ყაველაშვილი გააღიზიანა:
"მოღალატეს მიწოდებ, ამაზე მეტი შეურაცხყოფა რა უნდა იყოს? დედის გინებაზე უფრო მეტი შეურაცხყოფა მოღალატეობაა. ამას ვინ უნდა უყვიროს... გააჯ... აქედან, პარლამენტში რა გინდა, კოლეგას რომ მოღალატეს... რა უნდა ითმინოთ, მოღალატე დედის გინებაზე უარესია, ამის დედა **ვეცი" - თქვა ყაველაშვილმა.
ოპოზიციის წევრებს აგინა კიდევ ერთმა პირმა, რომელიც ასევე დარბაზში იმყოფებოდა. გიორგი ვაშაძემ მოითხოვა ყაველაშვილი დარბაზიდან გაეყვანათ:
იხილეთ ასევე: