ჩვენი ქვეყნის მომავალი არ ეკუთვნის და აღარ ეკუთვნის არც უცხო ქვეყნის აგენტებს, არც უცხო ქვეყნის მსახურებს, ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის მომავალი ეკუთვნის პატრიოტებს. მე ერთი რამ მინდა შევახსენო ყველას, მათ შორის ამ დესტრუქციულ რადიკალურ ოპოზიციას, სრული ლუსტრირება მოხდა იმისა, თუ ვის ემსახურებიან ეს ადამიანები. ტრაგედიაა რომ ასეთი ადამიანები ჯერ კიდევ არიან პოლიტიკაში. მაგრამ ვფიქრობ ჩვენი ხალხი ყველაფერს კარგად ხედავს, ხალხი ბრძენია, ამ ადამიანებმა, როცა ხელისუფლებაში იყვნენ ერთხელ უკვე დაანგრიეს ჩვენი ქვეყანა, ოკუპანტს ჩააბარეს ჩვენი ქვეყნის 20%, შემოიყვანეს რუსული ჯარი, ააშენებინეს სამხედრო ბაზები და ამის შემდეგ რუსულ სახელმწიფო კომპანიებს გადასცეს ჩვენი სტრატეგიული აქტივები. ესაა რეალობა, რაზეც მინდა კიდევ ერთხელ ვუთხრა, რომ ყოველგვარი მათი აჟიოტაჟი სპეკულაციაა, სულ ტყუილად ირჯებიან.
თქვა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.