პარლამენტთან პოლიციის მობილიზებაა

გამოქვეყნდა:

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე შსს-მ მობილიზება დაიწყო. ადგილზე უკვე გამოჩნდნენ სამართალდამცველები.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 7 მარტს  რუსული კანონპროექტს დაჩქარებულ რეჟიმში განხილვის პასუხად, მოქალაქეებმა პარლამენტთან ისევ მობილიზაცია გამოაცხადეს.

ცნობისთვის, "ოცნებამ" პარლამენტში რუსული კანონის განხილვა ხუთშაბათის ნაცვლად დღეს დაიწყო. გადაწვეტილება მმართველმა პარტიამ მას შემდეგ მიიღო, რაც პარლამენტთან პროტესტის მონაწილეები ხუთშაბათამდე დაიშალნენ. ამის შემდეგ, "ოცნებამ" კანონპროექტი პირველი მოსმენით სესიაზე გაიტანა.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი