ქალი დეპუტატები მძიმე პროვოკაციას გეგმავენ, უპასუხოდ არ დარჩება - მდინარაძე იმუქრება

გამოქვეყნდა:

მამუკა მდინარაძე ოპოზიციას დაემუქრა. მისი თქმით, ქალი დეპუტატები "მძიმე პროვოკაციას" გეგმავენ, რაც "უპასუხოდ არ დარჩება". მდინარაძეს არ დაუკონკრეტებია "რა იციან":

"ბატონებო, მძიმე პროვოკაციას გეგმავთ. ვიცით ამის შესახებ. განსაკუთრებით ქალი დეპუტატების მხრიდან და გაფრთხილებთ, რომ უპასუხოდ არ დარჩება ეს მძიმე პროვოკაცია და არ შეიძლება ასეთი მეთოდები, თქვენ რასაც გეგმავთ, ასეთი სიბინძურის არც მოფიქრება და არც დაგეგმვა არ შეიძლება და დანარჩენი ვნახოთ" თქვა მდინარაძემ პარლამენტში , სადაც რუსული კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა მიმდინარეობს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი