
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის, ინალ არძინბას განცხადებით, აფხაზეთის ე.წ "საგარეო პოლიტიკის" მთავარი პრიორიტეტი შუა აზიაა.
მისივე თქმით, "აქტიური მუშაობა მიმდინარეობს სირიასთან, ლიბანთან და ავღანეთთან", სანამ "საქართველო ცდილობს რომ ეს საერთაშორისო კონტაქტები დაბლოკოს".
არძინბას განცხადებით, "საქართველომ უნდა აღიაროს აფხაზეთის სუვერენიტეტი".
ე.წ პოლიტიკოსმა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზეც ისაუბრა და განმარტა, რომ მათი მთავარი მიზანი "საქართველოსთან ძალის გამოუყენებლობის შესახებ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერაა", რაც საქართველოს მხრიდან "აფხაზეთის დამოუკიდებლობის" აღიარებად ჩაითვლება.
"ჩვენ ვმონაწილეობთ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში, ეს ერთადერთი საერთაშორისო პლატფორმაა, სადაც აფხაზეთს ჰყავს წარმომადგენლობა. ჩვენ რუსეთთან და სამხრეთ ოსეთთან ერთად ვმოქმედებთ როგორც ერთი გუნდი. სამწუხაროდ, ამ დროისთვის, საერთაშორისო გეოპოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, ჩვენ სტაგნაციას განვიცდით ჟენევის დისკუსიების პლატფორმაზე, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ მივაღწევთ ჩვენს მთავარი მიზანს ამ პლატფორმაზე - ეს არის საქართველოსთან ძალის გამოუყენებლობის შესახებ ურთიერთსავალდებულო ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა, ეს არის გზა საქართველოსთვის რომ აღიაროს აფხაზეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტი.
ყველაფრის მიუხედავად, დასავლეთი ჩვენ მაინც სეპარატისტულად მიგვიჩნევს", - თქვა ინალ არძინბამ სოლვიოვის გადაცემაში.