მოვუწოდებთ პარლამენტს, უარყოს ეს დრაკონული კანონპროექტი - RSF

გამოქვეყნდა:

საერთაშორისო ორგანიზაცია "რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს" განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ საქართველოს პარლამენტში ინიცირებული "უცხოური აგენტების" კანონპროექტი რუსული კანონის ინსპირიაციაა.

ორგანიზაცია შეშფოთებას გამოთქვამს და პარლამენტს მოუწოდებს, რომ ინიცირებული კანონპროექტები არ დაამტკიცოს. 

მათივე თქმით, იმას თუ რა შედეგი მოაქვს ამგვარ კანონებს, კარგად გვაჩვენებს რუსეთის მაგალითი.

"უცხოური აგენტების შესახებ" ეს კანონპროექტი რომელიც საფრთხეს უქმნის პრესის თავისუფლებას საქართველოში, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ხელმძღვანელის ჟან კაველიეს წუხილს იწვევს. იგი მოშორებულია საერთაშორისო სტანდარტებისგან და მიზნად ისახავს მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების სტიგმატიზებას. რუსული პრეცედენტი გვაჩვენებს ამგვარი კანონების დრამატულ შედეგებს. ჩვენ მოვუწოდებთ პარლამენტს, უარყოს ეს დრაკონული კანონპროექტი, რომელიც საქართველოს ევროპულ მომავალს შეუძლებელს გახდის", - წერს ორგანიზაცია

ორგანიზაცია ამბობს, რომ კანონი სამუდამოდ შეცვლის საქართველოს დემოკრატიის სახეს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი