"ევროპა ჩვენი არჩევანია”, "უარი დიქტატურას, "- "არა რუსულ კანონს" - ამ შინაარსის ტრანსპარანტებით ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე მოქალაქეებმა აქცია გამართეს. მესამე სექტორი ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებს მხარი არ დაუჭიროს.
შეკრებილებს მიაჩნიათ, რომ აღნიშნული კანონპროექტი რუსულია და ის საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.
აქციის მონაწილეების თქმით, ქართველი ხალხის არჩევანი ევროპაა.
“ამ კანონის ინიცირება საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ კურს. კანონი მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსურ გამჭვირვალობას არ ეხება, არამედ კანონის მიზანია, თავისუფალი ხმის ჩახშობა და განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების გაჩუმება. ამ კანონის მიღება ნიშნავს საქართველოს არჩევანს რუსეთის სასარგებლოდ”, - აცხადებენ აქციის მონაწილეები.
რუსული კანონპროექტის საწინააღმდეგოდ, ქუჩაში გამოვიდნენ ბათუმელები და თელაველებიც