
ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი, ანა წითლიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ოთახში, სადაც კამერები არ არის, მამუკა მდინარაძე და "ოცნების" სხვა დეპუტატები ოპოზიციას ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
"მოსაწევ ოთახში სადაც კამერები არ არის - მე და გიორგი ვაშაძეს მამუკა მდინარაძე და ქოცები ფიზიკურად დაგვიპირისპირდნენ.პასუხიც მიიღეს. ასევე მუშტი კრივი.მოღალატეს რომ ვეძახით უტყდებათ მონებს!" - წერს წითლიძე
შეგახსენებთ, საკანონმდებლო ორგანოში ოცნების რუსული კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს, რომელსაც პირველი მოსმენით დღესვე უყრიან კენჭს.