არ ამცდა არც ერთი მუშტი და წიხლი, ვურტყამდით ჩვენც, იყო 20-მდე ადამიანი - წითლიძე

გამოქვეყნდა:

იქ ვიყავით გადარჩენაზე, 20 ადამიანი გვირტყამდა და ვცილობდით ამ ყველაფრისგან თავის დაღწევას, ვურტყამდით ჩვენც- ამბობს ანი წითლიძე პარლამენტის შენობაში, ცოტა ხნის წინ მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე. წითლიძის თქმით, მოსაწევ ოთახში, იქ, სადაც კამერები არ არის, მას და გიორგი ვაშაძეს მამუკა მდინარაძე და ქართული ოცნების 20-მდე წევრი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა. 

წითლიძის თქმით, იქ იმყოფებოდა "ხალხის ძალის" დეპუტატი კაჭარავაც, რომელიც ასევე ჩართული იყო ფიზიკურ დაპირისპირებაში და ირაკლი ზარქუაც, რომელიც გაშველებას ცდილობდა.

"მოსაწევ ოთახში ვიყავით გასული  მე და გიორგი ვაშაძე, როდესაც ჩვენთან მოვიდა მამუკა მდინარაძე, დაგვიწყო საქმის გარჩევა, რატომ ვეძახდით მოღალატეს და პრორუსს. ამის შემდეგ უცებ გაჩნდა დაახლოებით 20 ადამიანი. მაგალითად კაჭარავა იყო, შემდეგ ყველა იქნევდა ხელს, ფეხს, მუშტს, არ დავაკელით ჩვენც ნამდვილად და შემდეგ მდინარაძე სათვალეს ეძებდა, მაგრამ წარმოუდგენელი რაღაც იკადრეს იქ, სადაც არ არის კამერები, იქ სადაც არასოდეს არავის არ უკადრებია, ასეთი დაუწერელი წესია პარლამენტში, რომ მოსაწევ ოთახში ჩუმად მოგვეპარა 20 ადამიანი.

არ ამცდა არც ერთი მუშტი და არც ერთი წიხლი. ვურტყამდით ჩვენც, მაგრამ ახლა არის ასეთი დრო, როდესაც ფიზიკურად გვიწევს ჩვენი ქვეყნის ევროპული თავისუფლების დაცვა. " აღნიშნა წითლიძემ.

 "მთავარი არხის" პირდაპირ ეთერში, წითლიძემ თქვა, რომ სხვა თავდამსხმელების ვინაობას თანდათან აღიდგენს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი