აქციამ მიიღო ძალადობრივი ხასიათი - შსს

გამოქვეყნდა:

სპეცრაზმმა მოქალაქეების დარბევა დაიწყო. 

პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე საპროტესტო აქციამ მიიღო ძალადობრივი ხასიათი - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში, რომელსაც უწყება ავრცელებს და წერს, რომ  აქციის მონაწილეებმა ერთ-ერთი შესასვლელის ბლოკირება სცადეს:

"თბილისში, რუსთაველის გამზირზე,  პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე საპროტესტო აქციამ მიიღო ძალადობრივი ხასიათი, აქციის მონაწილეების მხრიდან მოხდა პარლამენტის ერთ-ერთი შესასვლელის ბლოკირების მცდელობა და სამინისტროს მოსამსახურეებზე ადგილი აქვს ძალადობის ფაქტებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება, იცავს ჩვენი მოქალაქეების საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ მშვიდობიანი შეკრებებისა და მანიფესტაციის გამართვის უფლებას,  ამასთანავე, მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებს და პოლიტიკურ ლიდერებს, არ დაუშვან ძალადობისკენ მოწოდებები და უზრუნველყონ, რომ აქციამ არ მიიღოს ძალადობრივი ხასიათი.
აქციის მიმდინარეობისას, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მიერ, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი. იმ შემთხვევაში, თუ შეკრებილები არ დაემორჩილებიან  პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნას და სამართალდამცველებს გაუწევენ  წინააღმდეგობას,  პოლიცია გამოიყენებს  კანონით გათვალისწინებული პროპორციულ ძალას, მათ შორის, სპეციალურ საშუალებებს." აცხადებს შსს.

რუსული კანონპროექტის მოწინააღმდეგეების წინააღმდეგ შსს ძალას იყენებს, უკვე გაუშვეს ცრემლსადენი ნივთიერება, მოქალაქეებს კი დაშლისკენ მოუწოდებენ და ემუქრებიან.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი