
"ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აშშ-ს საელჩოს განცხადებას პასუხობს და ამბობს, რომ "შავი დღე" მხოლოდ ოპოზიციისა და მისი გულშემატკივრებისთვისაა.
"მე მარტივად გეტყვით, დღეს შავი დღე არის რადიკალური ოპოზიციისთვის და მისი გულშემატკივრებისთვის და ეს არის ცალსახა და ეს იკვეთება ყველაფრიდან მათ შორის კანონპროექტის შინაარსიდან, შავი დღე დღეს არის მხოლოდ რადიკალური ოპოზიციისთვის და მასთან დაკავშირებული ძალაუფლების" - ამბობს კობახიძე.
ცნობისთვის, დღეს აშშ-ს სალჩომ განცხადება გაავრცელა და დაწერა, რომ "დღეს საქართველოს დემოკრატიისთვის შავი დღეა, პარლამენტის მიერ კრემლისგან შთაგონებული კანონების განხილვის გაგრძელება შეუთავსებელია საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის აშკარა სურვილთან და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასთან".