"არავითარ შემთხვევაში დარბევა არ იქნება... დღეს შს მინისტრი არ არის გახარია" | კობახიძე

გამოქვეყნდა:

"დღეს შს მინისტრი არ არის გახარია, არის ვახტანგ გომელაური, რომელიც ყოველთვის იდგა მოწოდების სიმაღლეზე", - თქვა "ოცნების" ოფისში გამართულ ბრიფინგზე, პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.

მისი მტკიცებით, სამართალდამცავი ორგანოები იმოქმედებენ პროპორციულობის პრინციპის დაცვით და არავითარ შემთხვევაში არ დაარბევენ აქციის მშვიდობიან მონაწილეებს.

"მთავარია, რა თქვა უნდა, სამართალდამცავი ორგანოები იმოქმედებენ პროპორციულობის პრინციპის 
დაცვით და არავითარ შემთხვევაში დარბევა არ იქნება, სადაც იქნება საჭირო პროპორციული ძალის გამოყენება იქ იქნება ბუნებრივია პროპორციული ძალა გამოყენებული.

მათ შორის იმისთვის, რომ საფრთხე არ შეექმნათ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს, თუმცა ჩვენ კიდევ ერთხელ ვამბობთ, რომ დარწმუნებული ვართ, რომ სამართალდამცავი ორგანოები იმოქმედებენ სათანადოდ პროპორციულობის პრინციპის დაცვით.

დღეს შინაგან საქმეთა მინისტრი არ არის გახარია, არის ვახტანგ გომელაური, რომელიც ყოველთვის იდგა მოწოდების სიმაღლეზე და დღესაც აუცილებლად იქნება მოწოდების სიმაღლეზე, ამაში პირველ რიგში იგულისხმება ის, რომ აუცილებლად იქნება თანაზომიერების პრინციპი - ამბობს კობახიძე  

შეგახსენებთ, რომ სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლის გამოყენება დაიწყეს.  მანამდე მოქალაქეები რობოკოპებმა დაარბიეს, მათ წინააღმდეგ გამოიყენეს ცრემლსადენი გაზიც.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი