"არავის აქვს უფლება, წაგართვათ მომავალი..." | სალომე ზურაბიშვილის მიმართვა აქციის მონაწილეებს

გამოქვეყნდა:

"არავის არ აქვს უფლება წაგართვათ მომავალი..." - ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილი აშშ-დან გავრცელებულ ვიდეომიმართვაში საუბრობს და აქციის მონაწილეებს მიმართავს. ამბობს, რომ "ეს კანონი გასაუქმებელია, დავადებ ვეტოს". მისივე თქმით, "ვინც დღეს ამ კანონს ხმა მისცა, ყველა არღვევს კონსტიტუციას". 

"მოგმართავთ თქვენ, ვინც ამ საღამოს დგახართ რუსთაველზე, როგორც არაერთხელ ვიდექი მე თვითონ. ვდგავარ მე აქ ნიუ იორკში და ჩემს უკან არის თავისუფლების ქანდაკება. ეს არის ის სიმბოლო, რისთვისაც საქართველო მუდამ იბრძოდა. რისთვისაც დღემდე მოვედით. მე ვარ თქვენ გვერდით, იმიტომ რომ დღეს თქვენ წარმოადგენთ თავისუფალ საქართველოს. ის საქართველო, რომელიც თავის მომავალს ხედავს ევროპაში და არავის მისცემს უფლებას, რომ წაართვან ეს მომავალი. ეს მომავალი ეკუთვნის ჩვენს შემდეგ თაობებს, ყველას. ეს მომავალი არის ის, რომელსაც ამზადებდნენ ჩვენი წინა თაობები და რომელსაც ვამზადებდით ჩვენც. ამიტომ, არავის აქვს უფლება, წაგართვათ მომავალი. არავის აქვს უფლება, რომ დააგოს მახეები. ეს კანონი, რომელიც არავის არ სჭირდებოდა, რომელიც არსაიდან არ მოდის, თუ არა რაღაც მოსკოვის კარნახით. ეს კანონი არის გასაუქმებელი. რა ფორმითაც გინდათ, არანაირად არ არის გასაგზავნი ვენეციის კომისიაში და ვენეციი კომისიამ ძალიან კარგად იცის, რა ტიპის კანონი არის ეს. პირველივე დღიდან, მე ვთქვი, რომ ამ კანონს დავადებდი ვეტოს და დავადებ ვეტოს. არ მაინტერესებს მუხლობრივი მისი განხილვა, - ამბობს ზურაბიშვილი.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი