რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეებმა პარლამენტის წინ მდებარე რკინის ბარიერი მოხსნეს და ადგილიდან გააქვთ.
ადგილზე ამ დროისთვის ხმაურია, თუმცა სპეცრაზმმა ტერიტორია დატოვა და მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენება ამ დროისთვის შეწყვეტილია.
დღევანდელ აქციაზე არაერთი პირი დაშავდა. ცნობილია, რომ არიან დაკავებულები მათ შორის ზურა ჯაფარიძე.