პოლიციამ აქციაზე პოლიტიკოსები და აქტივისტები დააკავა

გამოქვეყნდა:

რუსთაველის გამზირზე მასობრივი დაკავებები გრძელდება. პოლიციამ დააკავა პოლიტიკოსები, სამოქალაქო აქტვისტები და სტუდენტები. ცნობილი ხდება, რომ ადგილიდან მინივენით გაიყვანეს ათობით პირი, მათ შორის გიორგი მუმლაძე და ნიკა ობოლაძე.

მანამდე დააკავეს გირჩი მეტი თავისუფლების ლიდერი ზურა ჯაფარიძე.

ამ დრომდე პარლამენტის მიმდებარედ რჩება სპეცრაზმი, რომელმაც მას შემდეგ, რაც ოცნებამ რუსული კანონი პირველი მოსმენით მიიღო, მშვიდობიან მოქალაქეებს არაერთხელ დაუპირისპირდა და მათ წინააღმდეგ წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიებიც გამოიყენა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი