"აქციაზე განვითარებული მოვლენების შეფასებას საქართველოს სახალხო დამცველი საზოგადოებას უახლოეს დღეებში გააცნობს" - ამის შესახებ საქართველოს ახლადდამტკიცებული სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი სოციალურ ქსელში წერს.
საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულები აგრძელებენ საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის მიმდინარეობაზე დაკვირვებას; ასევე ხვდებიან დროებითი მოთავსების იზოლატორებსა და პოლიციის განყოფილებებში დაკავებულ მოქალაქეებს.
სახალხო დამცველის წარმომადგენლები თავისი მანდატის ფარგლებში კვლავ გააგრძელებენ დაკავებული პირების მონახულებას და მათი ფიზიკური მდგომარეობის გაცნობას.
7-8 მარტის საპროტესტო აქციაზე განვითარებული მოვლენების შეფასებას საქართველოს სახალხო დამცველი საზოგადოებას უახლოეს დღეებში გააცნობს, - წერს იოსელიანი.