"ზურა ჯაფარიძეს თავს დაესხნენ, სცემეს და ისე წაიყვანეს" | ვაშაძე

გამოქვეყნდა:

"ზურა ჯაფარიძეს თავს დაესხნენ, სცემეს და ისე წაიყვანეს", - ამის შესახებ სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი გიორგი ვაშაძე აქციაზე საუბრობს. 

ამაზე პასუხი მოეთხოვება აუცილებლად აი ამ ვერაგ რეჟიმს, რომელიც ამას აკეთებს. თქვენ თქვენი თვალით ნახეთ როგორ ველურად დაიწყეს ჩვენი მოქალაქეების დაკავება. ყველა შემთხვევაში, როცა აბსოლუტურად მშვიდობიანად იყო მომიტინგეები, პირდახპირ წყლის ჭავლის, ცრემლსადენი გაზის, რობოკოპების გამოყენებით შეთრევა. ზურა ჯაფარიძეს თავს დაესხნენ პირდაპირ, ვიდეოკამერებზე არის დაფიქსირებული, თავს დაესხნენ სცემეს და ისე წაიყვანეს, - ამბობს ვაშაძე.

ზურა ჯაფარიძე დააკავეს. როგორც ცნობილია, ის პოლიციის დიღმის სამმართველოში ჰყავთ გადაყვანილი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი