სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანები რუსთაველის გამზირს ტოვებენ

გამოქვეყნდა:

მშვიდობიანი მოქალაქეების არაერთი დარბევის შემდეგ, სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანები რუსთაველის გამზირს ტოვებენ. პარლამენტის მიმდებარედ ამ დროისთვის ვითარება დაძაბული აღარაა.

მანამდე კი, ოცნების ხელისუფლების რობოკოპებმა, მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებიც რუსული კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას აპროტესტებდნენ, რეზინის ტყვიები, ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი არაერთხელ გამოიყენა. 

პოლიციისა და რობოკოპების ძალადობრივი ქმედებების შედეგად, დაშავდა არაერთი ადამიანი. ასევე, აქციაზე დააკავეს ათობით მოქალაქე, მათ შორის პოლიტიკოსი, სამოქალაქო აქტივისტი და სტუდენტი.

ენმ-ის ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ კი დღის 15:00 საათიდან რუსთაველზე მორიგი აქცია დააანონსა. 

ფოტო: მარიამ ნიკურაძე

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი