ავღანეთში მომხდარ ტერაქტს 5 ადამიანი ემსხვერპლა, რამდენიმე კი მძიმედ დაშავდა. ინციდენტი ჰელმანდის პროვინციაში მოხდა. ტერორისტების სამიზნე საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილი გახდა.
პოლიციის ინფორმაციით, ასაფეთქებელი მოწყობილობა მანქანებში იყო დამონტაჟებული. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ ტერორისტულ ორგანიზაციას აუღია.