პროტესტი გაგრძელდება და გაიზრდება, იქნება პასუხისმგებლობა და სანქციებიც - ანა ნაცვლიშვილი

გამოქვეყნდა:

"მოვედი სახლში, მთელი დღის მშიერი, საშინლად დაღლილი, გაზით გაჟღენთილი და იმედიანი!

პროტესტი გაგრძელდება და გაიზრდება, გვირაბის ბოლოს იქნება სინათლე - აუცილებლად!

პასუხისმგებლობა და სანქციებიც იქნება!

ულევი მადლობა ვინც მოხვედით, გაზით, წყლით, დაკავებებით იცავენ თავის რუსულ არჩევანს, მაგრამ ჩვენ დავიცავთ ჩვენს ეროვნულ - ევროპულ არჩევანს.

ჭკვიანი პროტესტი გვჭირდება, სწორი ნაბიჯებით! ბევრი საქმეა!"

წერს "ლელოს" დეპუტატი, ანა ნაცვლიშვილი გუშინ, პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. ცნობისთვის, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია ხელისუფლებამ ძალის გამოყენებით დაშალა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი