მოვამზადებთ პეტიციას კანადის პარლამენტისა და პრემიერის სახელზე - ტორონტოში ქართველები რუსულ კანონს აპროტესტებენ

გამოქვეყნდა:

ქართველმა ემიგრანტებმა გუშინ, პარლამენტში "რუსული კანონპროექტის" მიღება და განვითარებული მოვლენები კანადაში, ტორონტოში გააპროტესტეს. აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ ემიგრანტები კვირას, 12 მარტს, 12 საათზე კიდევ ერთხელ შეიკრიბებიან ნორთ იორკის ცენტრში, სტილს-ბათურსტის ტერიტორიაზე.

ასევე, ორგანიზატორები ამბობენ, რომ დაგეგმილი ღონისძიების შესახებ, ოფიციალური შეტყობინება გაუგზავნეს თორნჰილის მუნიციპალიტეტის დეპუტატს - მელისა ლასტმანს, რომლის წარმომადგენელმაც აღუთქვათ დახმარება საკითხის გაჟღერებაში კანადის პარლამენტის შესაბამის უწყებებთან.

მიმართვა გაეგზავნა საქართველოს საელჩოს კანადაში და პირადად ელჩს - კახა იმნაძეს. როგორ ორგანიზატორები გვეუბნებიან, მათგან ჯერ პასუხი არ მიუღიათ.

კანადაში მცხოვრებმა ქართველებმა მიმართეს კანადაში მოქმედ პოლონეთისა და უკრაინის საკონსულოებს. მომდევნო შეკრებაზე აქციის მონაწილეებს გააცნობენ პეტიციის ტექსტს, რომელსაც ქართველები კანადის პარლამენტსა და პრემიერ ტრუდოს სახელზე მოამზადებენ.

ტორონტოს ქართველ ქალთა ორგანიზაციის ერთ ერთი დამფუძნებელი, მაია ფურცხვანიძე ამბობს, რომ პროტესტი საქმიან რეჟიმში გაგრძელდება და მხოლოდ ერთი აქციით არ შემოიფარგლებიან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი