
ენმ ჯერ კიდევ 2012 წლიდან მოიხსენიებს ქართულ ოცნებას პრორუსულ ძალად. ამ იარლიყს გვაწებედნენ ისინი, როდესაც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას ვაწერდით ხელს, ხელს ვაწერდით თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას ევროკავშირთან, მივიღეთ უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, უპრეცედენტოდ გავაფართოვეთ თანამშრომლობა ნატოსთან. ჩვენ არ გვახსენდება არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სხვა სუბიეტქების მღელვარება, როდესაც რადიკალური ოპოზიცია ჩვენი ხელისუფლების სტიგმატიზაციას ცდილობდა. სამწუხაროდ, არ გვახსენდება იარლიყების მიწოდების დაგმობა და "ქართული ოცნების" წარმომადგენლების შედარება სანდრო ახმეტელთან და ტიციან ტაბიძესთან, როდესაც რადიკალები იარლიყებს გვაწებებდნენ.სამაგიეროდ დღეს კონკრეტული ძალები სანდრო ახმეტელსა და ტიციან ტაბიძეს ადარებენ გიგა მაქარაშვილსა და ბაია პატარაიას, რომლებიც თავისი არსით ჩვენი ღირსეული წინაპრების ჩვენი ანტიპოდები არიან."
- თქვა "ქართული ოცნების" ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ