"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ პარლამენტში ინიცირებული რუსული კანონპროექტების მიზანი ისაა, რომ იმ "ძალებმა", რომლებიც საქართველოში "რადიკალიზმს" აფინანსებენ, მომავალში ამისგან თავი შეიკავონ.
კობახიძემ ასეთებად დაასახელა "სირცხვილია", "დროა" და სხვები.
"დამიჯერეთ, ჩვენ სიმართლეს გავიტანთ და ამას გავიტანთ საზოგადოების ინტერესებისთვის, ამას აქვს თავისი მიზეზი. მე ახლა გეტყვით რა არის ცუდი განვითარება, ცუდი განვითარება არის ბაკურიანის შეკრების დაფინანსება, ცუდი განვითარება არის სირცხვილიას, დროას და სხვა ექსტრემისტების დაფინანსება. ამ ძალების მხარდაჭერა არის ცუდი განვითარება. ამ კანონპროექტის მიღების შედეგი იქნება ის რომ ეს ყველაფერი გახდება გამჭვირვალე, და საბოლოოდ ის ძალები, რომლებიც აფინანსებდნენ საქართველოში რადიკალიზმს, პოლარიზაციას, მომავალში თავს შეიკავებენ ასეთი ქმედებების დაფინანსებისგან, ეს იქნება ამ კანონის შედეგი", -თქვა კობახიძემ.
კობახიძე ამბობს, რომ ვნებათაღელვა და ემოციები, რომელიც ახლა საზოგადოებაშია ჩაცხრება და საზოგადოებას დარჩება NGO-ების ფინანსების გამჭვირვალობა.