
რაც შეეხება მაიდანთან შედარებას. პირველ რიგში გეტყვით, რომ ქართველი იანუკოვიჩი ზის ციხეში და მას ჰქვია მიხეილ სააკაშვილი - ასე პასუხობს "ოცნების" თავმჯდომარე კობახიძე ყველას, ვინც საქართველოს პარლამენტთან რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ პროტესტს კიევის მაიდნის პროცესებს ადარებს.
კობახიძე ამბობს, რომ მაიდანმა უკრაინას მოუტანა ომი:
"რაც შეეხება მაიდანს. რა მოუტანა მაიდანმა უკრაინას - მეორე წელსვე ჰქონდა უკრაინას ომი, რა დროსაც დაკარგეს ყირიმი და ლუგანსკისა და დონეცკის დიდი ნაწილი და ამ ყველაფრის გაგრძელებაა ის ომი, რომელიც დროს არის. მთლიანობაში, ქვეყნის ტერიტორიების 20% დაკარგა უკრაინამ. ეს არის სწორედ იმ პროცესების შედეგი, რაც საქართველოში უნდათ რადიკალებს, რომელსაც მხარს უჭერს ვიოლა ფონ კრამონი. " თქვა კობახიძემ.