აქედან ლელო ბურთს წავიღებთ და დავდებთ საქართველოს პარლამენტში - ლანჩხუთში ლელოს წარმომადგენლობა გაიხსნა

გამოქვეყნდა:

ლანჩხუთში პოლიტიკური გაერთიანება ლელოს რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენლობა გაიხსნა. პარტიის თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძის თქმით, ეს რიგირ 29-ე რაიონული ოფისია. პარტიის ლიდერები ლანჩხუთის ცენტრალურ პარკში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ.

ლანჩხუთი ეს არის ლელოს სამშობლო და ჩვენ დავპირდით ლანჩხუთელებს, ამ არაჩვეულებრივ ხალხს, პოლიტიკურად ყოველთვის მომზადებულ ადამიანებს, რომ 31 ოქტომბერს აქედან ლელო ბურთს წავიღებთ და დავდებთ საქართველოს პარლამენტში, ეს არის ჩვენი მიზანი, - თქვა მამუკა ხაზარაძემ.

ლანჩხუთის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელად პარტიამ იური კუპრაძე წარადგინა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი