
ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მეუღლის ინფორმაციით, ჯაფარიძეზე პოლიციამ ფიზიკურად იძალადა და მას დაზიანებებიც აღენიშნება, თუმცა როგორც ნატა ქორიძე წერს, იზოლატორში შესაბამისი სამედიცინო დახმარება არ აღმოუჩენიათ. მისივე ინფორმაციით, ჯაფარიძე დიღმის იზოლატორში ჰყავთ მოთავსებული:
"ზურა გუშინ დააკავეს. პოლიციელებთან საუბრის გარდა არაფერი გაუკეთებია გუშინ აქციაზე, ძალადობა მისთვის მიუღებელია. საუბრისთვის თავში ურტყეს "დუბინკები", ეტყობა კიდეც დაზიანებები თურმე, მე თვითონ ვერ ვნახულობ მას. გაზიც შეასხეს სახეში, ისევე , როგორც უამრავ ადამიანს. ახლა დაკავებული ყავთ დიღმის იზოლატორში. წესიერი სამედიცინო დახმარება როგორც ჩანს არც აღმოუჩენიათ. მხოლოდ გამაყუჩებელი მისცეს გუშინ. ეს რა ქვეყანაში ვცხოვრობთ? სად მივდივართ საერთოდ? რა მომავალს ვქმნით?" წერს ნატა ქორიძე.
ზურა ჯაფარიძე პოლიციამ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე მაშინ დააკავა, როდესაც სპეცრაზმი მშვიდობიან მომიტინგეებს არბევდა.