დღეს ქვეყანაში 76 დეპუტატია, რომელმაც კონსტიტუციის წინააღმდეგ წასვლა გადაწყვიტა და რუსულ კანონს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.
ოცნების ერთიანი პოზიციის წინააღმდეგ მხოლოდ დავით სერგეენკო და ვლადიმერ ჩაჩიბაია წავიდნენ.
ქართული ოცნების გადაწყვეტილებას უპრეცედენტო პროტესტი მოჰყვა. ხელისუფლება ძალაუფლებაში ყოფნის 10 წლის თავზე საზოგადოების მშვიდობიან პროტესტს ძალადობით დაუპირისპირდა.
როცა სპეცრაზმი და რობოკოპები ქუჩაში გამოსულ მოქალაქეებს არბევდნენ, ოცნების კმაყოფილი დეპუტატები პარლამენტის შენობას პოლიციის ზურგს უკან ამოფარებულები სირბილით ტოვებდნენ.