
"გუშინ როგორც კი ტაბლოზე გამოჩნდა 76 ქვეყნის დამანგრევლის ხმა, სანამ გოგოები აქციაზე ჩასასვლელად ოთახებში ქურთუკებისთვის მივედით, დარბევა დაიწყო.
ეს ჰქონდათ დაგეგმილი სრულიად მშვიდობიანი აქციის მონაწილეების მიმართ! წამებში მოხდა ეს ამბავი - 76 ხმა და იქვე ბრძანება - გააქრეთ ეს ხალხი რუსთაველიდან!!!
სპიკერთან გავვარდით, პასუხი უნდა გაეცა - რა ხდება და რას აპირებს ეს მხდალი ხელისუფლება, რატომ დარბევა, ერთი დღეც ვერ აიტანეს პროტესტი?!!!
დაიმალა, გაიქცა, გაიპარა სპიკერი!!! ქალი დეპუტატების შეეშინდა!! ქალების გაძევების ბრძანებაც ჩუმად სადღაც კარადაში შემალულმა გასცა!!! და გამოგვათრიეს ძალის გამოყენებით. ასეთი სპიკერი არ ჰყოლია აქამდე საქართველოს - შეხვედრის და ლაპარაკის პრობლემა როგორ უნდა შექმნა, ამხელა ბოროტების ჩადენას როცა უბედავ ხალხს???? თუ არაფერ შუაშია სპიკერი?!
ჰოდა, პასუხს აგებთ ამ დაგეგმილ სპეცოპერაციაზე!! რა რადიკალები?! აენთო 76 და მაშინვე ბრძანება გაიცა!!! მშვიდობიანად იდგა ხალხი! აღარ გაგივათ ეს ზღაპრები არა!!!
გაიწვიეთ კანონი!!! გ ა ი წ ვ ი ე თ!!!
რადიკალები ხართ თქვენ, ვინც ეს დაუშვით, ეს კანონი მოათრიეთ და გაათრიეთ!!! გაიწვიეთ რუსეთი, გაიწვიეთ!!!!"
წერს დეპუტატი ხათუნა სამნიძე, რუსული კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღების შემდეგ, მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევაზე.