
"ჩვენ, ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები, სერიოზულად ვართ შეშფოთებული ე.წ. უცხო აგენტების შესახებ კანონის პირველი მოსმენით მიღების გამო. თუ საქართველოს სურს პროგრესი ევროკავშირისა და ნატოსკენ, უნდა დაიცვას დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების პრინციპები".
წერს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი. სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დღეს განცხადებაც გაავრცელეს.