
უკრაინელი და ქართველი ხალხი ერთად ვართ - წერს ტვიტერზე უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ანდრეი ერმაკი ქართულად და გერგეტის სამების ფოტოს აქვეყნებს.
საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, რომელიც რუსული კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას მოჰყვა, უკრაინელი პოლიტიკოსები უკვე მეორე დღეა ეხმაურებიან და ქართველ ხალხს მხარდაჭერას უცხადებენ.