
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განცხადება გააკეთა და თქვა, რომ დღეს ხალხს 2 მთავარი მოთხოვნა აქვს: პარლამენტიდან უნდა გაიწვიონ "ოცნების" რუსული კანონი და მეორე - ევროკავშირის სტატუსი.
ხაბეიშვილმა ხელისუფლებას აქციაზე დაკავებულების გათავისუფლებისკენაც მოუწოდა და ოცნების მიერ მიღებული კანონპროექტი, რომელიც გუშინ საპარლამენტო უმრავლესობამ პირველი მოსმენით მიიღო, დემონსტრაციულად დაწვა.
"მინდა, რომ დავწვა ეს კანონი და მინდა ეს ბედი ეწიოს ამ კანონს საქართველოს პარლამენტში. ასე ჰქვია, თორემ უკვე რუსეთის დუმად გადააქცია ივანიშვილმა ეს პარლამენტი. მეორე მოთხოვნა - საქართველოს უპირობოდ ევროკავშირის სტატუსი და ამ სტატუსისთვის ყველაფერის გაკეთება. ამას თუ არ აკეთებთ თქვენ, რუსული ოცნება, გააკეთებს ქართველი ხალხი. რა თქმა უნდა მშვიდობიანი გზით, კანონის დაცვით, არაძალადობრივად, მაგრამ სადაც დაინახავთ კოლექტიურ გავრილოვებს, გამოხატეთ პროტესტი ყველგან - დედაქალაქში, რეგიონებში. კობახიძეებს, ივანიშვილებს, მდინარაძეებს, კოლექტიურ გავრილოვებს, ყველას გაეცით პასუხი",- თქვა ხაბეიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ რუსული კანონის გასაპროტესტებლად, რუსთაველის გამზირზე მოქალაქეები დღესაც შეირიბებიან.