დიღმის სამმართველოდან გუშინდელ აქციაზე დაკავებული პირი სასწრაფომ კლინიკაში გადაიყვანა

გამოქვეყნდა:

დიღმის სამმართველოში რამდენიმე საათის წინ იყო მისული სასწრაფო დახმარების ბრიგადა. "მთავარი არხისთვს" ცნობილია, რომ მათ ერთ-ერთი დაკავებული კლინიკაში გადაიყვანეს. გადაწყვეტილება ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მიიღეს. დამატებითი დეტალები, თუ რა სახის დაზიანებები ან ჯანმრთელობის პრობლემა აქვს დაკავებულს, ამ ეტაპზე უცნობია.

გარდა ამისა, თბილისში ცოტა ხნის წინ დააკავეს უკრაინაში მებრძოლი ქართველი ბიჭი, რომელიც თაბუკაშვილზე პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი. რას ედავება მას პოლიცია, ჯერ უცნობია.

ადვოკატები ამბობენ, რომ ნაცემები არიან გუშინ დაკავებული "გირჩი მეტი თავისუფლების" ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე და პარტიის წევრი, ლევან ნიკა მოსიაშვილი.

გუშინ, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციამ 66 პირი დააკავა. იხილეთ: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი