"ჯაფარიძე და მოსიაშვილი არიან ნაცემები, ორივეს ურტყეს წიხლები, ხელკეტები...ფაქტობრივად აწამებენ" - გირჩი-მეტი თავისუფლება

გამოქვეყნდა:

ზურაბ ჯაფარიძე და ნიკა მოსიაშვილი არიან ნაცემები, ორივეს ურტყეს წიხლები, ხელკეტები - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელიც გირჩი მეტი თავისუფლების ლიდერის ფეისბუქ გვერდზე ვრცელდება

"ზურაბ ჯაფარიძე და ნიკა მოსიაშვილი არიან ნაცემები, ორივეს ურტყეს წიხლები, ხელკეტები, ორივეს აქვს ყბაში მოხვედრილი და სტკივათ, ჯაფარას უჭირს ყბის მოძრაობა, 
ამ დრომდე არ გადაჰყავთ არანაირ სამედიცინო დაწესებულებაში ანალიზებისთვის და აუცილებლად საჭირო დახმარების გასაწევად. 
ნიკა მოსიაშვილს ტანზე აქვს შეზეზილი წიწაკის სპრეი, რამდენჯერმე მიმართა სამმართველოს სამედიცინო პუნქტს, ითხოვს მოშორებას, თუმცა ეუბნებიან, რომ მათ იქ ამის საშუალება არ აქვთ. ფაქტობრივად აწამებენ!
17:00 საათიდან ვიქნებით დიღომში, მთავარ სამმართველოსთან! 
ვითხოვთ ორივეს გაუწიონ შესაბამისი სამედიცინო დახმარება! 
ადამიანები საუბრის გამო დააკავეს და ამ წუთას მათ ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება! 
მოდით, ვისაც შეგიძლიათ!" ნათქვამია ინფორმაციაში.

ჯაფარიძე და მოსიაშვილი პოლიციამ გასულ ღამეს, მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევისას დააკავა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი