საერთაშორისო მედია თბილისის მთავარ გამზირზე, მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევას ეხმაურება

გამოქვეყნდა:

თბილისის მთავარ გამზირზე მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევას  ეხმაურება დასავლური მედია. "როიტერსი", "ბი-ბი-სი", "გარდიანი", "სი-ენ-ენი", "ბლუმბერგი", "ფოქს ნიუსი", "ფრანს 24" და სხვა მედიასაშუალებები წერენ, რომ სამართალდამცველებმა მშვიდობიანი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, რომლებიც რუსულ კანონს აპროტესტებდნენ, წყლის ჭავლი და წიწაკის სპრეი გამოიყენეს. 

დასავლური მედია ქართველი ხალხის მოთხოვნაზეც წერს და ამბობს რომ პარლამენტის შენობის წინ შეკრებილ მომიტინგეებს საქართველოს, ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების დროშები ეჭირათ და საკანონმდებლო ორგანში მყოფ პოლიტიკოსებს უყვიროდნენ: „არა რუსულ კანონს".

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი