როგორც გავიგე, დააკავეს ნადიმ ხმალაძე, კონტაქტზე ვერ გამოდის - დავით ქაცარავა

გამოქვეყნდა:

"ანტისაოკუპაციო მოძრაობის" ლიდერი დავით ქაცარავა წერს, რომ დააკავეს უკრაინაში მებრძოლი ნადიმ ხმალაძე. მისი თქმით, ის ვერ გამოდის კონტაქტზე და ვერ არკვევს ადგილსამყოფელს.

"როგორც ამ წუთას გავიგე, დაახლოებით ნახევარი საათის წინ დააკავეს ნადიმ ხმალაძე!

არა დემონსტრაციის დროს, არამედ ნახევარი საათის წინ, ფაქტობრივად ეხლა!

ტელეფონი გაათიშინეს და კონტაქტზე შესაბამისად ვეღარ გამოდის.

რა ხდება ბატონებო, რეპრესიებზე და დაშინებაზე გადახვედით ისევ? მისამართი შეგეშალათ. ძალიან ბევრი რამე შეგეშალათ", - წერს დავით ქაცარავა. 

"მთავარი არხი" აღნიშნულთა დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. უწყებიდან პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი