
დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ. სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლები საქართველოში მიმდინარე მოვლენების გამო, გადაყვანილნი არიან გაძლიერებულ მორიგე რეჟიმზე - ამის შესახებ ინფორმაცია დე ფაქტო პრეზიდენტის ე.წ. პრესმდივანმა, ნატალია ბოსიკოვამ გაავრცელა.
კომენტარს რუსული პროპაგანდისტული მედია ავრცელებს.
ბოსიკოვას განმარტებით, ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. უშიშროების საბჭოს სხდომაზე.
„საზღვარზე შესაძლო ინციდენტების თავიდან აცილების მიზნით, სამართალდამცავი ორგანოები გადაიყვანეს მუშაობის გაძლიერებულ რეჟიმზე“, - თქვა ბოსიკოვამ.