
საქართველოს მოქმედი ელჩის საფრანგეთში, გოჩა ჯავახიშვილის ფეისბუქ სტატუსი, სადაც ის "ოცნების" რუსულ კანონპროექტს ეხმაურებოდა, სოციალურ ქსელში აღარ იძებნება.

"ვემსახურები საქართველოს ევროპულ საქმეს. სხვა არც გეზი მესმის და არც საქმე" - დაწერა დიპლომატმა გუშინ, რუსული კანონპროექტის პარლამენტში განხილვის დროს.
ელჩი წერდა, რომ წარსულისა და მომავლის გააზრებით, საქართველო ერთგული იქნება ევროპული გეზის.