მედიის ინფორმაციით, აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირებული მეორე პაციენტი გარდაიცვალა

გამოქვეყნდა:

მედიის ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირებული მეორე პაციენტი გარდაიცვალა. ეხო კავკაზა წერს, რომ  პაციენტი წინა დღეს სოხუმის საქალაქო საავადმყოფოდან გუდაუთის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათი ინფორმაციით, პაციენტს გულის ქრონიკულ დაავადებები ჰქონდა.

ამ დროისთვის, გუდაუთას ცენტრალურ საოლქო საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 8 პაციენტი რჩება.

 26 ივლისს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 3 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსის ინფიცირებულია - 1 131 ადამიანი;
  • გამოჯანმრთელებულია - 920;
  • მათ შორის გარდაცვლილია - 16;
  • კარანტინის რეჟიმში რჩება - 6 183;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 302,  მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია - 41 პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

25 ივლისს, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელმა 16 მილიონს გადააჭარბა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი