ცალკეულ შემთხვევებში ძალის გამოყენება პოლიციის მხრიდან, აშკარად გადამეტებული იყო - იოსელიანი

გამოქვეყნდა:

სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის თქმით, 7 მარტს აქციაზე სამართალდამცველების მხრიდან მოქალაქეების მიმართ გამოყენებული ძალა ცალკეული შემთხვევებში გადამეტებული იყო. იოსელიანის თქმით, გუშინდელ აქციაზე სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები იყვნენ და ვითარებას ადგილზე აკვირდებოდნენ.

"რა თქმა უნდა, ვიზუალურადაც ჩანდა, იქ იყო ცალკეული შემთხვევები, სადაც ძალის გამოყენების პროპორცია აშკარად გადამეტებული იყო სამართალდამცავი სტრუქტურების მხრიდან", - თქვა ლევან იოსელიანმა.

ჟურნალისტებთან საუბრისას იოსელიანი ასევე გამოეხმაურა აქციაზე მისი მისამართით მომხდარ ინციდენტსაც, რა დროსაც კვერცხები ესროლეს. ომბუდსმენის თქმით, მოქალაქეები თავს მას პოლიტიკური წარსულიდან გამომდინარე დაესხნენ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი