პოლიციის საგანგებო მობილიზება რუსთაველის გამზირსა და თავისუფლების მოედანზე. ვრცელდება ინფორმაცია, რომ პოლიციელები ჩხრეკენ ყველას, ვინც ამ ქუჩებზე გადაადგილდება.
"ზედაპირული დათვალიერება" - ამბობს შსს-ს ერთ-ერთი თანამშრომელი კითხვაზე, რატომ ჩხრეკს მოქალაქეს.
აქვე, "მთავარი არხის" ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაკავებების სერია განაახლა. როგორც ჩვენთვის ხდება ცნობილი, ცოტა ხნის წინ კიდევ ერთი სამოქალაქო აქტივისტი დააკავეს. ამ დროისთვის არ არის ცნობილი, სად და რა ვითარებაში აიყვანეს აქტივისტი.