"იდენტიფიცირებულია რამდენიმე პირი, დასაკავებლად მიმდინარეობს ღონისძიებები" - შსს აქციის მონაწილეებზე

გამოქვეყნდა:

შსს-ს განცხადებით, 7 მარტის აქციაზე აქციის მონაწილეები პოლიციელებს ძალადობრივად დაესხნენ თავს. უწყება 1 პირის დაკავებაზე ინფორმაციასა და ვიდეოკადრებს აქვეყნებს და აქციის სხვა მონაწილეების დაჭერასაც აანონსებს.

რაც შეეხება დაკავებულს, სამინისტროს ცნობით,  2001 წელს დაბადებული თ.ა.-ს ბრალად ედება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით ჩადენილი დანაშაული, რაც პოლიციელებზე თავდასხმას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მიმდინარე წლის 7 მარტს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართული საპროტესტო აქციის დროს პოლიციელებზე განხორციელებულ თავდასხმის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით დააკავეს ერთი პირი - 2001 წელს დაბადებული თ.ა.
დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გარდა ამისა, სამართალდამცველების მიერ აქციაზე წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტებზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად, 66 პირია დაკავებული.
აღნიშნული პირების მიერ ჩადენილი სამართალდარღვევის ფაქტები კანონით დადგენილ ვადაში წარედგინება სასამართლოს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო, სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით განაგრძობს საგამოძიებო მოქმედებებს იმ პირთა დადგენის, იდენტიფიცირებისა და დაკავების მიზნით, რომლებმაც პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განახორციელეს პოლიციელებზე თავდასხმა და სხვა ძალადობრივი ქმედებები.
ამასთანავე, უკვე იდენტიფიცირებულია რამდენიმე პირი და მათ დასაკავებლად მიმდინარეობს  შესაბამისი ღონისძიებები". აცხადებს შსს.

 

 ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი