"ოცნების" მსგავსება რუსებთან | ოლიგარქის გუნდის ახალი კამპანია

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნებისა" და პუტინის რეჟიმის პროპაგანდა უცველილია. რუსულ კანონთან დაკავშირებით მმართველი პარტიის ლიდერების ნარატივი რუსეთთან კვლავ სრულ თანხვედრაშია, თუმცა როგორც ჩანს მრავალათასიანმა პროტესტმა რუსთაველის გამზირზე ხელისუსფლებას ტონის შერბილება აიძულა.

დღეს დილიდან "ოცნების" მთავარი სახეები ერთმანეთის მიყოლებით წერდნენ, რომ მათი არჩევანიც ევროპაშია, თუმცა რუსულ კანონზე საუბრისას დასავლეთზე შეტევას მაინც განაგრძობენ. მერი  კალაძე სოციალურ ქსელში საგანგებო ლაივით მოქალაქეებს არწმუნებდა, რომ ევროპა მისთვის არა შოპინგი არამედ ღირებულებებია, მაგრამ აღარ დაუკონკრეტებია რატომ აკონონებს მისი გუნდი ქვეყანაში რუსულ მმართველობას და ანადგურებს ქვეყნის ინსტორიულ არჩევანს.
 

ავტორი: ნატალი ჯახუტაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი