
შეერთებული შტატების საელჩო პარლამენტთან მიმდინარე პროტეტს ეხმაურება და წერს, რომ შვიდობიანი შეკრებისა და პროტესტის უფლებას ნებისმიერი დემოკრატიისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს და ხელისუფლებას ამ უფლებების დაცვის შეუცვლელი ფუნქცია აკისრია.
"მშვიდობიანი შეკრებისა და პროტესტის უფლებას ნებისმიერი დემოკრატიისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს და საქართველოს ისტორიის განმავლობაში უმთავრესი როლი უთამაშია ქართველების იდენტობისა და თავისუფლების დაცვაში. ხელისუფლებას ამ უფლებების დაცვის შეუცვლელი ფუნქცია აკისრია. სტაბილურობა და კეთილდღეობა, რომელიც ევროპაში ინტეგრაციას მოსდევს, დამოკიდებულია ყველა მოქალაქის ერთობლივ მუშაობაზე ამ საერთო მიზნის მისაღწევად", - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, გუშინ, 7 მარტს რუსთაველზე მოქალაქეებმა რუსული კანონი გააპროტესტეს. სამართალდამცველებმა აქცია ძალის გამოყენებით დაარბიეს. დღეს მოქალაქეები პარლამენტთან ისევ შეიკრიბნენ.