
"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ოპოზიციის შეთანხმებული მოთხოვნა გაახმოვანა - რუსული კანონპროექტის უკან გაწვევა პარლამენტიდან და გუშინ, აქციაზე დაკავებულების გათავისუფლება.
ოპოზიცია ხელისუფლებას მოთხოვნის შესასრულებლად ვადას, 1 საათს აძლევს:
1. დაუყოვნებლივ გაიხმოს ქართულმა ოცნებამ რუსული კანონი საქართველოს პარლამენტიდან;
2. ყველა დაპატიმრებული რომელიც უკანონოდ დააკავეს გუშინ, დაუყოვნებლივ იქნას გათავისუფლებული;ზუსტად 1 საათი ველოდებით ამ რუსეთის ინტერესების გამტარებლებს, რომ გააკეთონ განცხადება, რომ გაიხმეს კანონი პარლამენტიდან და გაათავისუფლეს გუშინ დაკავებული ადამიანები. სხვა შემთხვევაში გადავალთ შემდგომ ნაბიჯებზე, თუ რა ნაბიჯი იქნება ეს, 1 საათში" აღნიშნა ვაშაძემ.