საერთო სახალხო პროტესტს "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ ტრადიციულად ბრუტალური ძალა დაუპირისპირა. წყლის ჭავლი, წიწაკის სპერი, მხუთავი აირი - რამდენიმე შემთხვევაში რეზინის ტყვიებიც - ყველაფერი ეს სპეცრაზმმა იმ მოქალაქეების წინააღმდეგ გამოიყენა, ვინც საქართველოს რუსიფიკაციისგან დაცვას ცდილობდა.
საპროტესტო აქციის მონაწილეებს ხელისუფლებამ რადიკალები უწოდა, რუსული კანონის გაუქმებისთვის ბრძოლა ძალადობად გამოაცხადა და რობოკოპების ასეულებით შეუტია მშვიდობიან მომიტინგეებს. პოლიცია არ ინდობდა არავის - არც ქალებს და არც მოხუცებს. ხშირ შემთხვევაში მხუთავ აირს დემონსტრანტებს პირდაპირ სახეში ასხურებდნენ, წყლის ჭავლში კი მიზანმიმართულად აზავებდნენ ქიმიურ ნივთიერებებს.
დარბევა გრძელდებოდა მაშინაც, როდესაც ათსობით ახალგაზრდა, რომელსაც ქვეყნისთვის ევროპული მომავალი სურს, მშვიდობიანად და ხელაწეული ერთ ადგილზე იდგა. ხალხის მასა გუშინ რუსთაველზე იმდენად დიდი იყო, რომ სპეცრაზმების ჯგუფებმა მხოლოდ რამდენიმესაათიანი სისასტიკის შემდეგ შეძლეს გამზირის გაწმენდა.
ავტორი: ზურა პეტროსიანი