რუსთაველის გამზირზე, მრავალათასიან მშვიდობიან აქცია "ქართული ოცნების" საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხელ ჯანელიძე უერთდება. ის პარლამენტის შენობის წინ იმყოფება და ამბობს, რომ კანონპროექტი რომელიც მმართველმა გუნდმა პირველი მოსმენით მიიღო, ანტიკონსტიტუციურია და ევროპულ გზას ეწინააღმდეგება:
"ჩემი პოზიცია ამასთან დაკავშირებით მე საჯაროდ უკვე გამოვხატე, დავწერე სოციალურ ქსელში. ის, რაც ხდება დღეს არის მიუღებელი, ეს არის ჩვენი კონსტიტუციის საწინააღმდეგო, ჩვენი ევროპული მომავლის საწინააღმდეგო, შესაბამისად, დღეს აქ გამოსული ვარ იმისთვის, როგორც ყველა სხვა, რომ მშვიდობიანად, დემოკრატიულად გავაპროტესტო ეს ქმედება. და მე დარწმუნებული ვარ, რომ მშვიდობიანი, დემოკრატიული პროტესტით ქართველი ხალხი გაიმარჯვებს. " ამბობს ჯანელიძე.
კითხვაზე, აქვს თუ არა ქართულ ოცნებას რუსული პოლიტიკა საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ამბობს:
"მე პოლიტიკაში არ ვარ უკვე 5 წელია. ამ გუნდის ნაწილი ვიყავი, ვემსახურებოდი ყველა პოზიციიდან ევროინტეგრაციას... ნაბიჯი, რომელიც გადადგა მმართველმა ძალამ ეწინააღმდეგება საქართველოს ევროპულ მომავალს" ამბობს ჯანელიძე "მთავარ არხთან" საუბარში
იხილეთ ასევე: