გამოდი ღირსების დასაცავად და უარი უთხარი რუსულ კანონს - ამ მოწოდებით, რუსთაველის გამზირზე გუშინდელის მსგავსად უმარავი ახალგაზრდა იმყოფება. სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტები პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას მსვლელობით სხვადასახვა ადგილებიდან შეუერთდნენ.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა კი მსვლელობის დაწყებამდე ირაკლი კობახიძის წიგნები დახიეს და ამ ფორმით ქართული ოცნების თავმჯდომარის პრორუსული პოლიტიკა გააპროტესტეს.